თბილისი ჰილსი მიესალმება გოლფის თამაშის მსურველ ბავშვებს

თბილისი ჰილს გოლფ კლუბი მასპინძლობს  ჯგუფურ გაკვეთილებს 7-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის. გაკვეთილებს ატარებს პროფესიონალი ტრენერი ადგილობრივ დამხმარე ტრენერებთან ერთად.

საწყისი კურსი “პარი“

მათ ვინც ახლა იწყებს გოლფის თამაშს, ჩვენ ვთავაზობთ საბაზისო გაკვეთილებს, რომელიც სრულად მორგებულია ბავშვებზე. მას შემდეგ, რაც დაესწრებით განსაზღვრული რაოდენობის „პარ“ გაკვეთილებს, გადახვიდეთ მომდევნო ეტაპზე და გაიაროთ  Junior Green Card პროგრამა.

გაკვეთილები ტარდება ყოველ კვირა დღეს 12:30 სთ-დან 13:30 სთ -მდე.

  • გაკვეთილის ღირებულება შეადგენს 40 ლარს.

Junior Green Card კურსი

Junior Green Card კურსი მომდევნო საფეხურია, რომელიც უფრო მეტად სტრუქტურიზებულია. Სასწავლო პროგრამა 8 კვირაინია და მორგებულია ბავშვებზე. Კურსის დასრულების შემდეგ, მათ უკვე შესაძლებლობა ექნებათ გოლფის მოედნებზეც ითამაშონ.

2023 წლის სეზონი მაისიდან სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

შემსწავლელი კურსი პირველი გაკვეთილი 7, 14,  21 და 28 მაისს არის ჩანიშნული – 11:30-დან 12:30 საათამდე. Მეორე  – 4, 11, 18 და 25 ივნისს ( ბოლო გაკვეთილი 2-საათიანი იქნება 10:30 – 12:30-მდე) ჯგუფის რაოდენობა: 4-6 მონაწილე.

Კურსის ღირებულება 490 ლარია, მოიცავს შემსწავლელ გაკვეთილებს,  ყველა საჭირო ინვენტარსა და ბურთებს, 8 კვირის განმავლობაში.

სასკოლო პროექტი →

თბილისი ჰილსის გოლფის კლუბი სკოლის მოსწავლეებს იწვევს სპორტის ამ სახეობის აღმოსაჩენად. ჩვენი მაღალკვალიფიციური მწვრთვნელი, მხიარული და სანახაობრივი გზით გააცნობს ბავშვებს გოლფს. 2-საათიანი აქტივობა ღია ცის ქვეშ მოიცავს: კურსის მიმოხილვას, შორეულ დარტყმებს სავარჯიშო მოედანზე,  მოკლე მანძილიდან დარტყმებს ე.წ „გრინზე“  გაკვეთილების ღირებულებას ფარავს გოლფის კლუბი და სპონსორები.

გაკვეთილებზე დასწრება შესაძლებელია აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით. დროის შესარჩევად და დასარეგისტრირებლად დაუკავშირდით გოლფის ოპერაციების მენეჯერ: Tamar Gervais –Tamar.Gervais@tbilisihills.com, +995 551 850 009

განსაზღვრული დრო წინასწარ დაგეგმილი გაკვეთილებისთვის

– სამშაბათი -ხუთშაბათი 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე

– პარასკევს 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე

კურსზე ჩაწერა: